შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა
11.10.2017
უკან დაბრუნება
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. მერობის კანდიდატი კლდიაშვილის 2 ნომერში არსებული ბაზრობის დახურვას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მოვაჭრეები, რომლებიც აღნიშნულ ბაზარში მუშაობდნენ, დღესდღეობით გარეთ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. გოგი წულაიას ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხობენ. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, ყოფილი ბაზრის ტერიტორია სახელმწიფოს ბალანსზეა და მასზე ქუთაისის მერია არ არის პასუხისმგებელი.