შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტრადიციული ფოტოკონკურსი ილო წელს მეათედ იმართება
09.10.2017
უკან დაბრუნება
ტრადიციული ფოტოკონკურსი ილო წელს მეათედ იმართება, ფოტოკონკურსმა სტარტი 4 ოქტომბერს აიღო და საკონკურსო ნამუშევრების მიღება 4 ნოემბრამდე გასტანს. ფოტოკონკურსი ილო მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა და მიზნად ისახავს ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენას და ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ფოტოკონკურს ,,ილო-2017“-ის თემა თავისუფალია.