შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები იწყებენ ფუნქციონირებას
09.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები იწყებენ ფუნქციონირებას. 25 ქუჩაზე და 10 სკვერში უკვე გახსნილია ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობა აქვს 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. დღეს წიგნის რამდენიმე ვარიანტი საკუთარ ტელეფონშიქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადმოწერა. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქ. ქუთაისის მერიის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. პროექტი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.