შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქობულეთის საზაფხულო ბანაკიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს შეხვდა
04.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქობულეთის საზაფხულო ბანაკიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს შეხვდა. ახალგაზრდულ ბანაკში ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სოციალურად დაუცველი 180 ბავშვი ისვენებდა. წელს საზაფხულო ბანაკმა საერთაშორისო სახე მიიღო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად ლატვიიდან მოწვეული 12 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მერთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა ბანაკში ჩატარებულ აქტივობებზე ისაუბრეს და მათ მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმიც აჩვენეს. საზაფხულო ბანაკი მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით ხორციელდება.