შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



5 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურება „სიცოცხლის ფესტივალი“
01.10.2017
უკან დაბრუნება
5 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურება „სიცოცხლის ფესტივალი“, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტზე შესრულდება მორის რაველის უკვდავი შედევრი „ბოლერო“ და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის . კონცერტი საქველმოქმედოა და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ბილეთების შეძენა 28 სექტემბრიდან შესაძლებელია როგორც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ასევე ელექტრონულად TKT.ge-ზე. ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩათულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.