შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება დაიწყო
01.10.2017
უკან დაბრუნება
თბილისში ფარიკაობაში საქართველოს თასი გათამაშდება დაიწყო. ტურნირი ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში ჩატარდება და მასში დედაქალაქის, რუსთავის, ზესტაფონის, ქუთაისის, აჭარის, ოზურგეთისა და აფხაზეთის საუკეთესო სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ფედერაციის მოწვევით, საქართველოს თასის ღია გათამაშებაში სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი და რუსი მოფარიკავეებიც იასპარეზებენ, საერთო ჯამში 100-ზე მეტი მუშკეტერი. საქართველოს თასის ღია გათამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც თავის სიტყვაში ქართველი მოფარიკავეების წლევანდელ წარმატებებზე ისაუბრა, თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ დადებითი ტენდენცია, რაც სპორტის ამ სახეობაში შეინიშნება, არ შეჩერდება. მასალა სპორტის სამინისტრომ მოგვაწოდა.