შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა
29.09.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა, დეტალური ინფორმაცია წარმოადგენს მავნებელთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებმა, ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სისტემის უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. განიხილეს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაც.