შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა,პროტესტის ნიშნად, დატოვა ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ
27.09.2017
უკან დაბრუნება
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა, რომელიც რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაიმართა, პროტესტის ნიშნად, დატოვა ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, ისინი ემიჯნებიან პროცესს და ერთპარტიული კონსტიტუციის დამტკიცებაში მონაწილეობას არ იღებენ, ოპოზიციის პროტესტი უმრავლესობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის.