შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იწყება
25.09.2017
უკან დაბრუნება
იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა იწყება. მცენარეების დასაცავად შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში უახლოეს დღეებში იგეგმება. როგორც ჩვენთან საუბარში იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, სამტრედიაში, ვანსა და ხონში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები უკვე დაურიგდათ. მიმდინარე კვირაში კი მათ მავნებელი მწერის შესაწამლი წამლები დაურიგდებათ.