შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია კახიანაურის, უქიმერიონისა და გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა
22.09.2017
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია კახიანაურის, უქიმერიონისა და გამარჯვების ოლქის ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობას ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მართვა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება. ეს საარჩევნო პროგრამის მხოლოდ რამდენიმე პუნქტია, რომლის დანერგვასაც მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ გეგმავს.