შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შსს-მ იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინა
20.09.2017
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში, იმერეთში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 27 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა ჯიშის ხის მორები და სამასალე ფიცრები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს