შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურაში პარტია ,,ქარული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა
19.09.2017
უკან დაბრუნება
ჭიათურაში პარტია ,,ქარული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა შემსრულებლებმა და ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვებმა" მსმენელებისთვის 20–მდე მუსიკალური ნომერი შეასრულეს. დავით აღმაშენებლის სახელობის ბაღში გამართულ კონცერტზე ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ადგილობრივებს ასევე მიმართა ,,ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინა ასანიძემ, კონცერტის დასასრულს დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე აკადემიის საპატიო პროფესორად დაასახელა და სპეციალური დიპლომი გადასცა.