შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე დღეა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
18.09.2017
უკან დაბრუნება
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე დღეა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.სკოლასთან პედაგოგები და მშობლები არიან შეკრებილები. ისინი საგაკვეთილო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით, უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა. სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია. სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების გადანაწილება მოხდა პირველ საჯარო სკოლაში.