შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე“ - პრეზენტაცია გაიმართა
14.09.2017
უკან დაბრუნება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წიგნის - „რობერტ შავლაყაძე-ოლიმპიური სიმაღლე“ - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი სპორტული ჟურნალისტი და პუბლიცისტი პაატა ნაცვლიშვილია. უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ილუსტრირებული წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოიცა. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ. ქართული სპორტოს ლეგენდამ რობერტ შავლაყაძემ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გამარჯვებულია, 1958-1962 წლებში კი ძმები ზნამენსკების პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირიშო მოიპოვა წარმატება. 1960 წელს ქართველ მძლეოსანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. რობერტ შავლაყაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერია