შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს
14.09.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებლებმა დღეს გზა გადაკეტეს. მოსახლეობამ პროტესტის ამ ფორმას წყლის მოწოდების შეფერხების გამო მიმართა. განმარტავენ, რომ მათ 2-ი კვირაა წყალი არ მიეწოდებათ. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. მძღოლი გზის გახსნას ითხოვდა, რა დროსაც ბავშვს დაეჯახა, მოზარდი მსუბუქად დაშავდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეხვდა, ნიკოლოზ ლატარიამ მოსახლეობას წყლის მიწოდების შეზღუდვის მიზეზები განუმარტა.