შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფოტოკონკურსი სახელწოდებით ”კადრი ქუთაისი” დაიწყო
20.11.2015
უკან დაბრუნება
ფოტოკონკურსი სახელწოდებით ”კადრი ქუთაისი” დაიწყო. კონკურსის მიზანი ნიჭიერი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული კონკურსი ფოტოკონკურს ”ილოს” ტრადიციების ერთგვარი გაგრძელებაა. მასში სამი კატეგორიაა გათვალისწინებული: ძირითადი კონკურსი, პრემია, ”პუბლიკის სიმპატია”რომლის თემაც ქუთაისია და პრემია ”ილო”. ხოლო დანარჩენი ნომინაციების თემა თავისუფალია. კონკურსი ქუთაისის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ტარდება.