შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბორჯომის ტყეში ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს
23.08.2017
უკან დაბრუნება
ბორჯომის ტყეში, სადაც 20 ლიტრიანი ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც. ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.