შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის პროექტის განხილვა ქუთაისში
22.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი სახელწოდებით „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავებას,“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და კულტურის სამინისტროსთან ერთად ამუშავებს. ამ ეტაპზე დასრულდა UNESCO-ს მეთოდოლოგიით საპილოტე სქემის პირვანდელი მოდელის შემუშავება და ინფორმაციის მოძიების საველე სამუშაოები. შეხვედრის მიზანს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებათა მონიტორინგის და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენს. პროექტი თბილისში, ახალციხეში ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ხორციელდება.