შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქუთაისში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად
16.08.2017
უკან დაბრუნება
მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქუთაისში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად. გეგმის თანახმად, ქალაქში 32 საცხოვრებელ სახლს ახალი საკანალიზაციო და წყლის სისტემა ექნება. სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 82 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობა საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ და უფროსის მოადგილე ჯონი არაბიძემ ნიკეას 9 ნომერში მოინახულეს.