შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ფალიაშვილის 11 ნომერში არსებული ჩინური მაღაზიის მფლობელებს უცნობი პირები ფართის დატოვებას თხოვენ
16.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში ფალიაშვილის 11 ნომერში არსებული ჩინური მაღაზიის მფლობელებს უცნობი პირები მერიის სახელით ფართის დატოვებას თხოვენ - ამის შესახებ დღეს განცხადება შენობის მესაკუთრემ "გირჩის" ოფისში გააკეთა. ბაქარ ჭაჭიაშვილის თქმით, უცნობმა პირებმა, რომელთა სახელებიც მისთვის უცნობია, თუმცა არსებობს ფოტო და ვიდეო კადრები, მაღაზიის მფლობელებს რამდენჯერმე მოთხოვეს ფართის დატოვება მიზეზად შენობის რეაბილიტაცია დაასახელეს. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ფოტოზე ასახული პირები მათი თანამშრომლები არ არიან.