შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მარტვილის რაიონ სოფელ ნაგვაზაოში მცხოვრები სილაგავები დახმარებას ითხოვენ
16.08.2017
უკან დაბრუნება
მარტვილის რაიონ სოფელ ნაგვაზაოში დედა-შვილი ჟუჟუნა და მზისადარ სილაგავები რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ. ოჯახი წლებია სოციალური დახმარების დანიშვნის თხოვნით განცხადებას წერს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოა. სილაგავებისთვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება გაუგებარია, საკითხთან დაკავშირებით მარტვილის სოციალური მომსახურეობის სამსახურის წარმომადგენელი ჩავწერეთ, როგორც თემურ კაკულია აცხადებს სილაგავების ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები სოციალური შემწეობის დანიშვნას არ შეესაბამება.