შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მარტვილსა და სოფელ ნალეფსაოს დამაკავშირებელი რკინის კონსტრუქციის ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია
10.08.2017
უკან დაბრუნება
მარტვილსა და სოფელ ნალეფსაოს დამაკავშირებელი რკინის კონსტრუქციის ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ხიდზე რკინები აყრილია და დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს. ადგილობრივები ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატი დავით ინჯია აღნიშნავს, რომ შექმნილ სიტუაციაზე საქმის კურსში ჩაყენების მიზნით რამდენჯერმე დარეკა ცხელ ხაზზე, მაგრამ რეაგირება არავის მოუხდენია. მარტვილის გამგებელი აცხადებს, რომ ხიდის რეკონსტრუქცია მისი მასშტაბებიდან გამომდინარე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თანხების მოძიების მიზნით ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე მიმართეს.