შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის რობოტექნიკის ბანაკმა მოსწავლეების ახალი ნაკადი მიიღო
09.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის რობოტექნიკის ბანაკმა მოსწავლეების ახალი ნაკადი მიიღო, სამასი ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში ბანაკური ცხოვრებით სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვება, მათ შორის იქნება ექსკურსიები, სალექციო კურსები, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები. 300-ამდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბა, ისინი მე-8 მე-9 კლასის მოსწავლეები არიან და ქუთაისი კადეტთა საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე საინტერესო და ემოციებით სავსე 1 კვირას გაატარებენ.