შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ტჩევს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18.11.2015
უკან დაბრუნება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ტჩევს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის სფეროებია: მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ორგანიზება, სოციალური უზრუნველყოფა და შშმ პირების დახმარება. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქალაქ ტჩევის მერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოლონური მხარის ვიზიტის ერთ–ერთ მიზანს ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრში განხორციელებული სოციალური პროექტის შემაჯამებელი საქმიანობა წარმოადგენდა. პოლონეთის სახელმწიფომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“ 140 ათასი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თერაპიული კაბინეტები, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები ამოქმედდა. პოლონეთის სახელმწიფომ მსგავსი მასშტაბის სოციალური პროექტი საქართველოში პირველად განახორციელა. შეხვედრის ბოლოს ტჩევის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს საპატიო ზესტაფონელი – ს სტატუსი მიენიჭა.