შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა
04.08.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა.მოქმედი მერი ბოლო წლების მანძილზე პირველია, რომელმაც მისი მმართველობის ვადა ბოლომდე მიიყვანა. საზოგადოებაში შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად შოთა მურღულია მის მმართველობას დადებითად აფასებს, მისივე განმარტებით მერიასა და თვითმმართველობაში ჩატარდა რეორგანიზაცია და მოხდა შტატების შემცირება. ასევე მოხდა ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება და ბიუჯეტის გაზრდა. დღეს შოთა მურღულიას არც ISO- სერთიფიკატი დავიწყებია, რომელიც საუკეთესო მენეჯმენტისთვის მიიღო.