შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება ქუთაისის საკრებულოს უფლებამოსილება შეჩერებული თავმჯდომარის მიმართ
18.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების მტკიცებით, ქალაქის საკრებულოს უფლებაშეჩერებულ თავმჯდომარეს კვლავ ემსახურება მძღოლი, გადაადგილდება თავმჯდომარის ავტომობილით და ერიცხება ხელფასი. საკრებულოს დეპუტატის ამირან ძოწენიძის თქმით, დავით დვალი რამდენიმე დღის წინ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბრალდებებს ქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლებაში პასუხობენ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ ლატარიას თქმით, დათო დვალს შეჩერებული აქვს ხელფასი, ხოლო რაც შეეხება ავტომანქანით სარგებლობას, მას, როგორც რიგით დეპუტატს, უფლება აქვს ამომრჩეველთან საკრებულოს ავტომობილით გადაადგილდეს. რაც შეეხება თურქეთში ვიზიტს, ლატარიას თქმით, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკრებულოს რიგითი დეპუტატის რანგში იმყოფებოდა.