შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უფასო მედიკამენტების პროგრამა,რომელიც საქართველოში 25 ივნისს ამოქმედდა
29.07.2017
უკან დაბრუნება
უფასო მედიკამენტების პროგრამა,რომელიც საქართველოში 25 ივნისს ამოქმედდა,ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროგრამებს შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.სოციალურად დაუცველი მოქალაქეები,რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ,საჭირო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად 1 ლარად იძენენ.პროგრამით მოსარგებლე 200 000 ბენედიციარამდეა და მათ 24 დასახელების მედიკამენტით სარგებლობის უფლება აქვთ.ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებულ პროგრამას ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აფასებს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე საუბრობს.