შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანში სახალხო დღესასწაული „გალაკტიონობა" აღინიშნა
18.11.2015
უკან დაბრუნება
ვანში სახალხო დღესასწაული „გალაკტიონობა" აღინიშნა . ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულ „გალაკტიონობასთან“ დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. ჭყვიშში, პოეტის სახლ-მუზეუმში, ლიტერატურული კომპოზიცია “არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ“ გაიმართა. პოეტის იუბილეს შემეცნებითი ღონისძიება იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიუძღვნეს. "გალაკტიონობას" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი , პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ასევე , ვანის ახლად რეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლის "მოხუცი ჯამბაზების " ჩვენება გაიმართა. ვანის თეატრს კი, რომელსაც არსებობის 100 წლის ისტორია აქვს, მსახიობ კარლო საკანდელიძის სახელი მიენიჭა.