შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში აზიური კინოკვირეული დაიწყო
28.07.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში აზიური კინოკვირეული დაიწყო.კვირეული „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში 31 ივლისის ჩათვლით მონ-პლაზირის თაღთან გაიმართება.ღონისძიება მცირე პერფომანსით გაიხსნა,რომელშიც მონაწილეობას პანტომიმის მსახიობები იღებდნენ.მაყურებელმა რეჟისორ ვონგ კარ ვაის ფილმი „სასიყვარულო განწყობა“ იხილა.კინოჩვენება ღია ცის ქვეშ უკვე ტრადიციად იქცა და ის მერიის კულტურის სამსახურის მიერ 2011 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ხარისხიანი კინოს პოპულარიზაციას.მონ-პლაზირის თაღთან მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი მდებარეობდა.