შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ყველაზე მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ბანაკმა დაიწყო ფუნქციონირება
25.07.2017
უკან დაბრუნება
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ყველაზე მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ბანაკმა დაიწყო ფუნქციონირება. გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებაა.ახალგაზრდულ ბანაკში სულ 8 000 – მდე უფროსკლასელი დაისვენებს. ახალგაზრდები საქართველოს რეგიონების 63 მუნიციპალიტეტიდან არიან წარმოდგენილები. ბანაკი ბენეფიციარებისთვის არაფორმალური განათლების მიცემასთან ერთად, სოციალურ ხასიათსაც ატარებს. პროექტის ფარგლებში გორდში საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა მოხდება.