შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს საქართველოში რეპრესირებულთა დღე აღინიშნება
22.07.2017
უკან დაბრუნება
დღეს საქართველოში რეპრესირებულთა დღე აღინიშნება.თარიღთან დაკავშირებით ქუთაისში რეპრესირების მსხვერპლთა მემორიალი,მუხნარის ტყეპარკში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ,საკრებულოს დეპუტატებთან ერთად შეამკო.მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ.პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაწყო და განსაკუთრებულ მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია.დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის უფასო სადილი გაიმართა,რომელიც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.