შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში ქუთაისში არსებული ავარიული კორპუსები გააპროტესტეს
19.07.2017
უკან დაბრუნება
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში ქუთაისში არსებული ავარიული კორპუსები გააპროტესტეს.ორგანიზაციის წევრები გამსახურდიას 21 ნომერ კორპუსთან შეიკრიბნენ,სადაც რამდენიმე დღის წინ კედლის ნაწილები ჩამოინგრა.პარტიაში აცხადებენ,რომ ქალაქში არაერთი ასეთი კორპუსია,რომელიც საფრთხის შემცველია და ადგილობრივ თვითმმართველობას პარაპეტების მოწესრიგებისკენ მოუწოდეს.საკითხზე კომენტარი მერიის საბინაო სამსახურში გააკეთეს,სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის ინფორმაციით კორპუსები კერძო საკუთრებაშია და მათი შეკეთება თანადაფინანსების პრoნციპით მოხდება.