შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნომერ მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკამ სადისკუსიო დარბაზთან „ღირსება“ ღონისძიება გამართა
19.07.2017
უკან დაბრუნება
ილია ჭავჭავაძის სახელობის ნომერ მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკამ სადისკუსიო დარბაზთან „ღირსება“ ღონისძიება გამართა.მათ ერთობლივი ორგანიზებით შვედეთში მოღვაწე ქუთაისელ ქალბატონს ლელა კუხიანიძეს შეხვედრა მოუწყვეს.ლელა კუხიანიძე 15 წელია ემიგრაციაში იმყოფება.2012 წელს მან შვედეთში ილია ჭავჭავაძის სახელობის სათვისტომო და ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“ დააფუძნა.მშობლიურ ქალაქში დროებით იმყოფება და თანაქალაქელებს სათვისტომოს დაარსების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.