შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება
18.07.2017
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ახალი ობიექტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ღონისძიებას ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ტურიზმის ცენტრის შენობა დაათვალიერეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ცენტრის ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო საუბარი წყალტუბოში ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე. ტურიზმის ცენტრის შენობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ათი მსხვილი ობიექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.