შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
18.07.2017
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, იმერეთის რეგიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მხარეებმა 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებსა და "კულტურის სტრატეგია 2025" - ის განხორციელების მოკლევადიანი რეგიონული სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–დედამიწის მეგობრები"–ს მიერ იმერეთში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და იმერეთში სატყეო საკითხებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაც განიხილეს. საკონსულტაციო საბჭოზე ასევე, "კულტურის სტრატეგია 2025" - ის მოკლევადიან რეგიონულ სამოქმედო გეგმაზე იმუშავეს.