შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა
15.07.2017
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდა თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე. დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალია განთავსებული. პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.