შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოადგილეებთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გაგებელთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელა
12.07.2017
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოადგილეებთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გაგებელთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესის მონიტორინგი განახორციელა. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს ახლადრეაბილიტირებული გზა. 3 კმი–იან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ასევე, სანიაღვრე არხები მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 380 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული გზის მონაკვეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. გზა ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა ქვეითებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეტყვილაშიც. სოფლის ცენტრალური გზის 800 მეტრიან მოანკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 124 909 ლარით ფინანსდება.