შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საზოგადოებრივ თოქშოუში „ანგარიში ხალხს“ ტელემაყურებლისა და აუდიტორიის კითხვებს ნინო უჩაძემ უპასუხა
07.07.2017
უკან დაბრუნება
საზოგადოებრივ თოქშოუში „ანგარიში ხალხს“ ტელემაყურებლისა და აუდიტორიის კითხვებს ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ნინო უჩაძემ უპასუხა.მან გადაცემაში მოსახლეობას იმ მიღწევების შესახებ ჩააბარა ანგარიში,რომელიც ქუთაისში სპორტის კუთხით ფიქსირდება.ააიპ დაქვემდებარებაში 11 სპორტული ფილიალი,საცხენოსნო კლუბი „იმედი“ და ყინულის მოედანი შედის.ქუთაისელი სპორცმენების წარმატებაზე კი ადგილობრივი თვითმმართველობა და მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ზრუნავენ.მიმდინარე წელი სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებით გამოირჩევა.ტარდება ტურნირები როგორც ადგლობრივი ასევე საერთაშორისო.ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ორიენტირებულია წარმატებებზე,შესაბამისად მედლების მოპოვებაზე და ახერხებს კიდეც.ნინო უჩაძემ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.