შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მკვიდრ ოთარ ხმელიძეს საქართველოს ბანკთან პრეტენზიები აქვს
06.07.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მკვიდრ ოთარ ხმელიძეს საქართველოს ბანკთან პრეტენზიები აქვს.მან ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ბანკის ერთ-ერთი ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა და მედიას პრეტენზიები განუმარტა.როგორც ოთარ ხმელიძე ირწმუნება 17 000 ლარიანი სესხზე უსაფუძვლო ჯარიმები დაეკისრა.ოჯახი ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.საკითხზე საქართველოს ბანკს დავუკავშირდით,სადაც წერილობითი ფორმით მიღებულ პასუხის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.“აღნიშნულ მომხმარებელს საქართველოს ბანკში ერიცხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი,რომელიც დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში.შესაბამისად ბანკმა ვადაგადაცილების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა,მიუხედავად ამისა მომხმარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და შესთავაზა სხვადასხვა გზა სესხის დროულად დასაფარად.ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.“ ნათქვამია საქართველოს ბანკის წერილობით პასუხში.