შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ივნისის თვეში 1087 ტურისტი სტუმრობდა
06.07.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს ივნისის თვეში 1087 ტურისტი სტუმრობდა.ვიზიტორთა უმრავლესობა პოლონეთის,გერმანიის და რუსეთის მოქალაქეები არიან.იმერეთს ასევე ბალტიისპირეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც სტუმრობენ.დამთვალიერებლები ძირითადად ქალაქის ცენტრით,უძველესი ტაძრებითა და დაცული ტერიტორიებით ინტერესდებიან.როგორც საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ,ტურისტთა უმრავლესობა ქუთაისსა და მის შემოგარენში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით პოზიტიურ განწყობას აფიქსირებს,რასაც მათი განმეორებითი ვიზიტი მოჰყვება თან.