შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში,ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა
04.07.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში,ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისთვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა.ამ ეტაპზე ეზოს მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს,რომელიც 289 000 ლარი ჯდება.მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაწნეხილი ფილები იგება.ასევე ეზოსთან ახლოს სპორტული მოედანი მოეწყობა.კორპუსი,სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ ოთხ სართულიანია.საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო.შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს,როგორც საკუთრება.კომისიამ მუშაობას ახლო მომავალში დაასრულებს,შემდეგ კი შესახლების პროცესი დაიწყება.