შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი ავტობანი პროტესტის ნიშნად 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო
27.06.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი ავტობანი პროტესტის ნიშნად 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ბიზნესმენი ბადრი კილაძე ამ ფორმით ხელისუფლების ყურადღების მიქცევას შეეცადა. როგორც მან განაცხადა ავტობანის მშენებლობის გამო გეგუთში მისი კუთვნილი რესტორნის დემონტაჟი მოხდა, ზარალი კი ამ დრომდე არ აუნაზღაურებიათ. დაზარალებული ბიზნესმენის თქმით, შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა არ იცის პრობლემის შესახებ. მისი თქმით, გზის გადაკეტვამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.