შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23.06.2017
უკან დაბრუნება
აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის წარმომადგენლებისა და სამართლის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისთვის ციკლი ჩატარდება. სემინარებს თსუ-ში არსებული „დავების ალტერნატული მოგვარების ეროვნული ცენტრი“ ატარებს.ტრენინგების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მედიაციის პრაქტიკული კურსის გაცნობა,რაც გულისხმობს სასამართლო გარეშე დავის მოგვარების მექანიზმების დაუფლებას. საბოლოოდ კი აწსუს იურიდიული კლინიკის ბაზაზე მედიაციისა და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი ჩამოყალიბდება,სადაც სტუდენტები დასაქმდებიან და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.