შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თამარ სანიკიძემ შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა
23.06.2017
უკან დაბრუნება
ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაწესებულებებთან მუშაობას აგრძელებს.მორიგი შეხვედრა ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს. შეხვედრას ქუთაისსა და ზუგდიდში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.