შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ახალ კამპანიას იწყებს
22.06.2017
უკან დაბრუნება
“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის იდეის პოპულარიზაციას და მამაკაცებიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ისახავს. შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. “ჩვენი მიზანია ადგილობრივ არჩევნებში, რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა და პარტიულ სიებში, რაც შეიძლება მეტი ქააი იყოს წარმოდგენილი. ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარ ქალბატონებს მამაკაცებმა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად დაუჭირონ მხარი.“_ განახცხადა შეხვედრის ორგანიზატორმა ქეთევან ბერძენიშვილმა. კამპანია პროექტ “თანასწორობა იგებს“ ფარგლებში იმართება, რომელსაც “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, აშშ საერთაშორისო და საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდი ახორციელებს.