შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
20.06.2017
უკან დაბრუნება
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. მათ აქცია დამსაქმებელი კომპანიის-"ალტკომის" ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ შეჩერდა, მათ კი სამი თვის ანაზღაურება აუღებელი დარჩათ. ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობაზე კომპანია "ალტკომს" 600 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, აქედან 500 ქართველია. "ალტკომის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის მათ წინაშე არსებულ ფინანსურ ვალდებულებებს დაფარავენ, თუმცა დასაქმებულები ამბობენ, რომ დაპირების არ სჯერათ. აქციის მონაწილეებმა კოლექტიური წერილი შეადგინეს, რომლითაც სასამართლოს და ქვეყნის ხელისუფლებას მიმართვენ.