ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ქუთაისში ინკასაციის ავტომობილი გაიტაცეს
19.06.2017
უკან დაბრუნება
უთაისში, საფიჩხიაზე, 26 მაისის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა.
ორი პიროვნება თავს ინკასატორებს დაესხა. როგორც ადგილზე ყვებიან, ინკასატორებს ერთ-ერთ მარკეტთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხა გამოჰქონდათ, რა დროსაც მათთან ორი ნიღბიანი მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ყაჩაღობის მუხლით იძიებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გატაცებული ავტომობილი ნაპოვნია და გამოძიება გრძელდება.