შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის "თეატრალური ფესტივალი 2017" დასრულდა
15.06.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის "თეატრალური ფესტივალი 2017" დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში ბოლო სპექტაკლით, "იავნანამ რა ჰქმნა", მაყურებლის წინაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრის დასი წარსდგა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილი ,,შერეკილები“ დასახელდა. გამარჯვებულებს საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.