შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



C ჰეპატიტის გამოსავლენად მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა
15.06.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, C ჰეპატიტის გამოსავლენად მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილობრივებს, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანალიზის გაკეთება და 15 წუთში პასუხის მიღება. აქციის მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია გაეცნენ. მსგავსი ტიპის აქციების მიზანს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და C ჰეპატიტის პრევენცია წარმოადგენს.