შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ავიაკომპანია სკატის მიერ პირველი პირდაპირი რეისი აქტაუ -ქუთაისი შესრულდა
08.06.2017
უკან დაბრუნება
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია სკატის მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრეზენტაციას კომპანიის და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი. ქუთაისის აეროპორტიდან რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ სამშაბათობით და ხუთშაბათობით CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს. ავიაკომპანია სკატი არის ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა